პარასკევი, აპრილი 19, 2024

“პირდაპირ პანტელეიმონ გიორგაძე ჰყავს ამ ბიჭს ჩასახლებული” – ლელა ჯეჯელავა ირაკლი კობახიძეზე

ირაკლი კობახიძის მიერ დასავლეთთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციებს, სოციალურ ქსელში, ირონიული პოსტით ეხმაურება “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:

დედას ვფიცავარ, თუ ვარდიკო ნადიბაიძეს ამდენი ძვირი ეთქვას დასავლეთზე, რაც კობახიძემ მოასწრო.

არა და ამაზე ორჯერ უფროსი იყო😊😊

პირდაპირ პანტელეიმონ გიორგაძე ჰყავს ამ ბიჭს ჩასახლებული😊“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

ინფორმაციისთვის: ვარდიკო ნადიბაიძე იყო ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი თავდაცვის მინისტრი, რუსეთის მითითებით დანიშნული, ხოლო პანტელეიმონ გიორგაძე საბჭოთა გენერალი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ბოლო ლიდერი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული