ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულმა ოცნებამ" აირჩია რუსეთთან მუხლებზე დგომის, ენით მოჩლექის,...

“ქართულმა ოცნებამ” აირჩია რუსეთთან მუხლებზე დგომის, ენით მოჩლექის, ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა, რაც ძალიან დააზიანებს ქვეყანას – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მწვავე შეფასებას აკეთებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებაზე:

,,ლავროვის ქება-დიდება, ეს იგივეა წარმოვიდგინოთ ძალიან მარტივად, ამას არ სჭირდება პოლიტიკური ფილოსოფია, რომ მურვან ყრუმ, აღა მაჰმად ხანმა, შაჰ-აბასმა გაქოს.

,,ქართულმა ოცნებამ“ ნათლად აღიარებული და დეკლარირებული ევროპული კურსისა, NATO-ში საქართველოს ინტეგრაციისა, აირჩია რუსეთთან მუხლებზე დგომის, ენით მოჩლექის, ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა, რაც ძალიან დააზიანებს ქვეყანას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

ინფორმაციისთვის: წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ,,ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს იმდენი გამბედაობა, გაუძლოს დასავლეთის ზეწოლას და იმოქმედონ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...