პარასკევი, მარტი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიგიორგი ვაშაძე ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრს აფუძნებს

გიორგი ვაშაძე ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრს აფუძნებს

სტრატეგია „აღმაშენებლის“ რიგით მეორე თემატური პრეზენტაცია ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას ეხებოდა. 16 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას. კერძოდ, გიორგი ვაშაძემ მიიღო გადაწყვეტილება, დააფუძნოს ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრი:

დიდი ხანია ვფიქრობდი იმ თემაზე, თუ რისი გაკეთება შემეძლო მე, პირადად გიორგი ვაშაძეს, რომ რამე წვლილი შემეტანა ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის საქმეში. მე ექიმების ოჯახში დავიბადე, გავიზარდე და ადამიანების გასაჭირი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წუხილი ჩემთვის უცხო არ არის. რამდენიმე თვიანი  საკმაოდ დეტალური დაგეგმარების შემდეგ გადავწყვიტე, რომ დავაფუძნო ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზენტაციისას ყურადღება, აგრეთვე, გამახვილდა სახელმწიფოს როლის გაზრდაზე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის საქმეში.

ჩვენი მიზანია, რომ საქართველო გახდეს მოწინავე ქვეყანა სიმსივნეების მკურნალობის საქმეში. სახელმწიფომ კი სრულად უნდა დაფაროს ჩვენი მოქალაქეებისთვის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია.

ცენტრის ფუნქცია იქნება, რომ ერთის მხრივ დაეხმაროს სახელმწიფოს კიბოს პრევენციის და მკურნალობის  უახლესი სტანდარტების და მეთოდების დანერგვაში, მეორე მხრივ კი, ჩვენი ცენტრი მიაწოდებს  მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციას მსოფლიოს  საუკეთესო პრაქტიკებზე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან და დიაგნოსტიკასთან  დაკავშირებით.

მართვის ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოში არსებულ ონკო დაწესებულებებთან. ჩვენ ქვეყანაში გვყავს უმაღლესი დონის პროფესიონალები ონკოლოგიის დარგში და მათი ცოდნა პოტენციალი ბოლომდე უნდა იქნას გამოყენებული საქართველოში. ასევე, ჩავატარებთ დიდი საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიებს, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენგანმა ამ დაავადებების პრევენცია, ვინ არის რისკ ჯგუფში და სად შეიძლება საჭირო სერვისების მიღება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრის გეგმებზე ისაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, მედიცინის დოქტორმა სერგო ჩიხლაძემ.

ცენტრი იმუშავებს რამდენიმე საინტერესო,  ქვეყნისთვის საინტერესო და საჭირო  მიმართულებით. ეს იქნება სიმსივნეების პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის სფეროში თანამედროვე ინფორმაციის, სტატისტიკის  და უახლესი კვლევის შედეგების მოძიება და გავრცელება. ცენტრი ხელს შეუწყობს ქართველი სპეციალისტების  საერთაშორისო კონფერენციებსა  და სემინარებში მონაწილეობის მიღებას. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მსგავსი კონფერენციების მოწყობას საქართველოში. ვითანამშრომლებთ მსოფლიოს წამყვან ონკოლოგიურ ცენტრებთან და კლინიკებთან, ასევე ადგილობრივ კლინიკებთან და სპეციალისტებთან,  რომ ინფორმაცია უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი პაციენტების და მათი ოჯახის წევრებისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა სერგო ჩიხლაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...