საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მწვავე შეფასებას აკეთებს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიმართ დაფიქსირებული პოზიციაზე:
,,სამწუხაროდ, საქართველოს – ასეთი მრავალფეროვანი კულტურის, ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას, კულტურის მინისტრი ჰყავს ადამიანი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს კულტურასთან, მათ შორის, არც პოლიტიკურ კულტურასთან.
ილია ჭავჭავაძემ ზუსტად წულუკიანის ნაირ ადამიანებზე თქვა, რომ ,,მტრის ვერ მცნობი, მოყვრის მგმობი”. აი, ასეთი ადამიანია ქალბატონი წულუკიანი. ვერ ცნობს მტერ-მოყვარეს, ვერ არჩევს, მაგრამ ამას აკეთებს მიზანმიმართულად, რადგან ხელისუფლების წყარო და სათავე არის სხვა მიმართულებით და არა ევროპისკენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის – ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის მოწოდებას, რომ ყველა პატიმარზე იზრუნონ თანაბრად, კრიტიკული განცხადებით უპასუხა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე