ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"სამწუხაროდ, საქართველოს კულტურის მინისტრი ჰყავს ადამიანი, რომელსაც არაფერი...

“სამწუხაროდ, საქართველოს კულტურის მინისტრი ჰყავს ადამიანი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს კულტურასთან” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მწვავე შეფასებას აკეთებს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიმართ დაფიქსირებული პოზიციაზე:

,,სამწუხაროდ, საქართველოს – ასეთი მრავალფეროვანი კულტურის, ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას, კულტურის მინისტრი ჰყავს ადამიანი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს კულტურასთან, მათ შორის, არც პოლიტიკურ კულტურასთან.

ილია ჭავჭავაძემ ზუსტად წულუკიანის ნაირ ადამიანებზე თქვა, რომ ,,მტრის ვერ მცნობი, მოყვრის მგმობი”. აი, ასეთი ადამიანია ქალბატონი წულუკიანი. ვერ ცნობს მტერ-მოყვარეს, ვერ არჩევს, მაგრამ ამას აკეთებს მიზანმიმართულად, რადგან ხელისუფლების წყარო და სათავე არის სხვა მიმართულებით და არა ევროპისკენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის – ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის მოწოდებას, რომ ყველა პატიმარზე იზრუნონ თანაბრად, კრიტიკული განცხადებით უპასუხა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...