,,ერთიან ნაციონალური მოძრაობაში” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე:
,,ხაბეიშვილი ყოველთვის მოქმედებდა საკუთარი, პირად ინტერესებით და ახლა ამის ლუსტრაცია მოხდა. რეალურად, ის არის კეზერაშვილის-მერაბიშვილის ფრთის კანდიდატი. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველგვარი კითხვის გარეშე, უპირობოდ შეასრულებს ნებისმიერ მათ ახირებას, დაკვეთას თუ მათგან წამოსულ ბრძანებას და მითითებას. შესაბამისად, ამ ადამიანებსაც უნდოდათ ისეთი კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა უპირობო მორჩილება მათდამი. სწორედ ამიტომ მოხდა, სავარაუდოდ, ბატონი ხაბეიშვილის შერჩევა.
ნიკა მელიას რა განცხადებები კეთდება მერაბიშვილთან მიმართებაში და საპირისპიროდ, მერაბიშვილი და მისი წარმომადგენლები რას აკეთებენ, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ისინი არიან ძალიან მძიმე, ღრმა კრიზისში.
აბსოლუტურად შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ყველა მეთოდს იყენებენ, იმ ბინძური მეთოდების ჩათვლით, რაც მათი ხელისუფლებისთვის ჩვეული იყო, იმისთვის, რომ ერთმანეთი დააზიანონ და როგორღაც შიდაპარტიული გავლენები მოიპოვონ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე