შაბათი, მაისი 24, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"90-იან წლებში საქართველოს მოუწია დასავლელი ეთნოსების, მიერ შემუშავებული...

“90-იან წლებში საქართველოს მოუწია დასავლელი ეთნოსების, მიერ შემუშავებული სისტემების იმპორტი, ნაჩქარევი ტემპებით…” – თამთა მეგრელიშვილი

იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი, მოძრაობა “ხალხის ძალასთან” დაკავშირებული ექსპერტი, თამთა მეგრელიშვილი შეფასებებს აკეთებს ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა თუ ქვეყნის განვითარების გზასთან დაკავშირებით:

90-იან წლებში საქართველოს მოუწია დასავლელი ეთნოსების, მიერ შემუშავებული სისტემების იმპორტი, ნაჩქარევი ტემპებით, რათა შევსო ის პოლიტიკური ვაკუმი, რომელიც გაჩნდა ქვეყანაში საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ.

იმპორტირებული პოლიტიკური სისტემები არ იყო გათვლილი ქართველ ეთნოჯგუფზე და მივიღეთ ე.წ. კულტურული დაგვიანების ფენომენი ამიტომ, დღეს აუცილებელია ახალი, მაგრამ ჩვენს ყოფას ისტორიას, ტრადიციას მორგებული ოპტიმალური ნორმების გენერირება თან დროული და ამ ხაზს მიყვება საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა”.

ეროვნული იდენტობა არის ჩვენი ენა, რწმენა ტრადიციები, და ის ღირებულებები რაც წინაპრებმა შემოგვინახეს დღემდე.

ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის განვითარებისაკენ, როგორც ტექნოლოგიურად აგრეთვე სხვა სიახლეების ათვისებით, მაგრამ უმნიშვნელოვანესია რომ ქართველმა ერმა განვითარებისაკენ მიმავალ გზაზე, არ დაივიწყოს ის ღირებულებები, რაც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლის ფასად შემოგვინახეს.

ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს ქართული მეობა, ტრადიციები, ღირებულებები.

აუცილებელია სწორედ ამ ელემენტებზე დაყრდნობით შემოვიტანოთ ის ევროპული სიახლეები, რომელიც შეგვინარჩუნებს ეროვნულობას და მათ მხოლოდ ისტორიაში ჩასაწერად, და მოსაგონებლად არ დაგვიტოვებს.

ჩემთვის პირველადია ჩემი ქვეყნის ინტერესები.

ძვირფასია რწმენა, ტრადიციები და სხვა კულტურული ღირებულებები.

დიახ, ჯერ საქართველოა და მერე ყველა სხვა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გავმოძრავდეთ ცოტა – იქნებ ჩვენც მოვეწონოთ წუნკალს და დაგვითბეს😊” – ნინო ჯანგირაშვილი თეა წულუკიანზე

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრისას თეა წულუკიანის განწყობას,...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...