საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომის პარალელურად ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა და მწვავედ გააკრიტიკა მოძრაობა ,,ხალხის ძალა“, გაკეთებული სკანდალური განცხადების გამო:
,,საოცრად მობილიზდა საერთაშორისო საზოგადოება. არა მარტო ევროპული საზოგადოება, ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება.
ყველა არის მზად, რომ დაიცვას ჩვენი მიშას, უფლებები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მეორე მხრიდან ვხედავთ რას? – ვხედავთ ცინიზმს, რაღაცა გაუგებარი ორგანიზაციების, სახელსაც არ ვიტყვი, არ ამართლებს მის, ასე ვთქვათ, პოზიციას იმიტომ, რომ კიდევ, ერთხელ ვიმეორებ, როცა გქვია ელემენტარულად ,,ხალხის ძალა“, ის მაინც უნდა გაგაჩნდეს, რომ იცავდე ადამიანის ჯანმრთელობას, უზრუნველყოფდე მის სიცოცხლეს და შემდეგ უკვე საუბრობდე რაღაც პოლიტიკურ მიმართულებებზე და გემოვნებებზე“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე