ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს მარგინალური, პრორუსული ჯგუფები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად. მათ...

“ეს მარგინალური, პრორუსული ჯგუფები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად. მათ აქვთ მწვანე შუქი ხელისუფლებისგან” – ხათუნა სამნიძე ლევან ბერძენიშვილისთვის ლექციის ჩატარებაში ხელისშეშლაზე

საპარლამენტო ჯგუფ ,,რეფორმების ჯგუფისა“ და “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მწვავე შეფასებას აკეთებს ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილისთვის ლექციის ჩატარებაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით:

,,ეს მარგინალური, პრორუსული ჯგუფები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად. მათ აქვთ მწვანე შუქი ხელისუფლებისგან.

თავად ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ არაფერი არ გაუკეთებია პოლიციას იმისთვის, რომ ის შეეყვანათ დარბაზში და ჩატარებულიყო ლექცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიციამ დაარღვია კანონი, თავად პოლიციამ და არ იმოქმედა იმისთვის, რომ შემდგარიყო ეს ლექცია.

ამ რამდენიმე, არც ისე ბევრ ადამიანს, მარგინალურ, პრორუსულ, ,,ალტ-ინფოს“ ჯგუფს არ ჰქონოდა შესაძლებლობა შეეზღუდა ამ ადამიანების შეკრება და ლევან ბერძენიშვილის გადაადგილების თავისუფლება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ინფორმაციისთვის: ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ყვარელში, ,,ევროატლანტიკურ ცენტრში“ ახალგაზრდებთან ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს:

,,დამირეკა მათმა წარმომადგენელმა და თქვა, რომ მე ვარ ,,ალტ-ინფოს“ ჟურნალისტი და ჩვენებმა ჩაგიშალესო.

დაახლოებით, 30 კაცი იქნებოდა. იყო 3 პოლიციელი, რომელიც ამ 30 კაცს ვერ გააკონტროლებდა – ეს ბუნებრივია. ყველა შესასვლელი გადაკეტეს და ფიზიკურად იქ, მე ვერ მოვხვდი ამ ბავშვებთან.

ასეთი რამე ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ. ხომ უნდა შეწუხდეს ხელისუფლება, რომ მოქალაქეს არ აძლევენ ლექციის ჩატარების უფლებას.

სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მე ლექცია არ უნდა ჩავატარო, ხომ არ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ხომ მე?! არ დადგენილა ასეთი რამ. ამიტომ უნდა შეწუხებული სახელმწიფო. შეწუხებული კი არა გახარებული არიან, რომ ლექცია ჩაშალეს“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტთან.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...