ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ომიკრონის" ახალი ქვევარიანტი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ცირკულირებს...

“ომიკრონის” ახალი ქვევარიანტი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ცირკულირებს მსოფლიოში, ,,კრაკენის“ სახელით მოიხსენიება“ – ივანე ჩხაიძე

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი ე.წ. ,,კრაკენი“ გავრცელდა, რაზეც ინფექციონისტები მოსახლეობას აფრთხილებენ. სეზონურ ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე კონკრეტულ სეფასებებს აკეთებს პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე:

,,ომიკრონის“ ახალი ქვევარიანტი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ცირკულირებს მსოფლიოში, ,,კრაკენის“ სახელით მოიხსენიება.

იმისათვის, რომ ეს ქვევარიანტი გახდეს შეშფოთების ვარიანტის კატეგორიის, მას უნდა ჰქონდეს 3 თვისება: პირველი – უნდა იყოს უფრო მეტად, უფრო იოლად გადამდები; მეორე – უნდა იწვევდეს უფრო მძიმე დაავადებას; მესამე – უნდა იყოს რეზისტენტული მდგრადი ვაქცინების მიმართ.

აი, ამ სამი თვისებიდან, ,,ომიკრონის“ ამ ახალ ქვევარიანტს მხოლოდ პირველი ახასიათებს. ჯერ-ჯერობით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ გვაძლევს ინფორმაციას, რომ საქართველოში ეს ქვევარიანტი დაფიქსირდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...