ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

შალვა ხაჭაპურიძე: “სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს!”

მოსამართლის განჩინებით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერების გადმოცემის ვადა 14 იანვარს ამოიწურა. აღნიშნულ საკითხზე, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, კონკრეტულ განმარტებას აკეთებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე:

,,ველოდებით, დღის განმავლობაში თუ არ შემოვა, ხვალ მოსამართლესთან კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ამ საკითხს და ხვალვე უკვე შევიტანთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საჩივარს, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე, რასაც წყალი არ გაუვა. მე არ მახსოვს საქმე, საჩივარი შეგვეტანოს და არ დაწყებულიყოს გამოძიება.

რას მალავენ? – ალბათ, იმალება ის ყველაფერი, რამაც სააკაშვილი მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც იგი იმყოფება. ეს არის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები. მართალია, მასალა დიდია, თუმცა მინდა, დავამშვიდო მოწინააღმდეგე მხარე, ავითვისებთ ამ მასალას.

ქვეყანა რომც დაინგრეს, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს!“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ინფორმაციისთვის: ადვოკატებმა, პენიტენციური დაწესებულებიდან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტული ვიდეოჩანაწერები გამოითხოვეს, რაც სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებითაა გამყარებული.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული