სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა… კულტურისა და ხელოვნების ლეგენდარული წარმომადგენელი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა…
ბუბა კიკაბიძე დაიბადა 1938 წლის 19 ივლისს. ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი.
სხვადასხვა ორდენის კავალერი: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.
1999 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა. იმავე წელს მოსკოვში “ვარსკვლავების მოედანზე” ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.
1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში.
1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ “ორერას” სოლისტი. მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969) – საერთაშორისო კინოფესტივალზე “კარტახანი-70” და სახელმწიფო პრემია ფილმ “მიმინო”-ში შესრულებული როლისთვის, 1978 წელს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” პარტიული სიით.
საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში გადაღებულია ქართულ და რუსულ ფილმებში:
1966: „შეხვედრა მთაში“ (გია) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1968: „არ იდარდო!“ (ბენჟამენ ღლონტი) რეჟ. გიორგი დანელია
1970: „ორერა, სრული სვლით!“ რეჟ. ზაალ კაკაბაძე
1971: „Хатабала“ (Кинто)
1972: „მე გამომძიებელი“ (გიორგი მიქელაძე) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
1973: „Совсем пропащий“ (ჰერცოგი) რეჟ. გიორგი დანელია
1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (პავლე) რეჟ. გიორგი შენგელაია
1975: „Пропавшая экспедиция“ (კომისარი)
1976: „Псевдоним: Лукач“ (Дурутти)
1976: „თვალი პატიოსანი“ (ოთარი) რეჟ. შოთა მანაგაძე
1977: „Мимино“ (ვალიკო მიზანდარი იგივე „მიმინო“) რეჟ გიორგი დანელია
1980: „მუდმივი მეგობარი (შეხვედრამდე მეგობარო…)“ რეჟ. ომარ გვასალია
1981: „იცოცხლე, გენაცვალე“ (ვახტანგი, დავით, გივი, მუსიკოსი) რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ კიკაბიძე
1982: „სამი ალიყური“ (ნიკალა) რეჟ. ელგუჯა ჟღენტი
1983: „Утро без отметок“ (ჯაშუში)
1984: „Ольга и Константин“ (კონსტანტინე გოგუაძე)
1984: „ТАСС уполномочен заявить…“ (ჯონ გლები)
1985: „მამაკაცები და სხვები“ (ამირანი, ზურაბი) რეჟ. ვახტანგ კიკაბიძე
1994: „Весёленькая поездка“
2000: „Фортуна“ (კაპიტანი) რეჟ. გიორგი დანელია
2008: „იდიოტოკრატია“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობელ ადამიანებს, სრულიად საქართველოს