პარასკევი, აპრილი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 იანვრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 იანვრის პერიოდისთვის

13 იანვრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 14 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში.

გარკვეული დროის განმავლობაში ლარის კურსის გამყარებისა და სტაბილიზების შემდეგ ახალი წლის დღეებში ერთგვარი არასტაბილური კურსი დაფიქსირდა სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა კურსი სტაბილური იყო დოლართან მიმართებაში და დაფიქსირდა გამყარების ტენდენციაც. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი:

10 იანვარი – 2.6990;
11 იანვარი – 2.6941;
12 იანვარი – 2.6867;
13 იანვარი – 2.6837.

ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზე კიდევ გამყარდა, 0.0048 ლარით და 1 აშშ დოლარი 14 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6789 ლარი.

ახალი წლის შემდგომ ვაჭრობებზე ლარის ძალზე არასტაბილური კურსი დაფიქსირდა, ხოლო ბოლო ვაჭრობებზე ლარმა გაუფასურება დაიწყო ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსის შესაბამისად 1 ევრო ღირდა:

10 იანვარი – 2.8809;
11 იანვარი – 2.8921;
12 იანვარი – 2.8871;
13 იანვარი – 2.8882.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, 0.0157 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9039 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2766 ლარი (გაუფასურდა 0.0092 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1426 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7273 (გამყარდა 0.0013 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5792 ლარი (გამყარდა 0.0028 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7564 ლარი (გამყარდა 0.0184 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8886 ლარი (გაუფასურდა 0.0085 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.9884 ლარი (გაუფასურდა 0.0107 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.8576 ლარი (გაუფასურდა 0.0638 ლარით)
100 იაპონური იენი – 2.0856 ლარი (გაუფასურდა 0.0381 ლარით)

ბოლო 2 კვირაში გამოიკვეთა ლარის  გაუფასურება რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა:

10 იანვარი – 3.8513;
11 იანვარი – 3.8801;
12 იანვარი – 3.9148;
13 იანვარი – 3.9517.

13 იანვრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა 0.0214 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, მომდევნო 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.9731 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-14 აპრილისთვის პერიოდისთვის

11 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“რაც ამ წლების განმავლობაში უცხო ჩარევებით მივიღეთ – ეს არის კარგად დატრენინგებული აგრესორთა ჯგუფი”...

„მერამდენეჯერ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის უფლებები, ქალების თანადგომა, ბავშვების დაცვა,...

სს “თელასი”: 16 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის მთაწმინდის და კრწანისის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“თავისუფლება უფასოდ, უწვალებლად, უშრომველად და უბრძოლველად არ მოდის” – გიორგი ბარამიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთი სრულიად დამოუკიდებელი გახდა რუსული ნავთობის მომარაგებისგან....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...