კვირა, ივლისი 6, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ მე-3 პრეზიდენტი გარდაიცვლება ციხეში, ეს იქნება...

“თუ მე-3 პრეზიდენტი გარდაიცვლება ციხეში, ეს იქნება საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ 20-30 წლით კიდევ დავშორდებით ევროპულ პერსპექტივას” – სერგო ჩიხლაძე

რუსეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე, თუ როგორ აისახება ქვეყნის ევროპულ მომავალზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესები. ამერიკელი დიპლომატის პოზიციის ჟურნალისტებთან შეფასებისას ,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით პრობლემები შეექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალს:

,,თუ მე-3 პრეზიდენტი გარდაიცვლება ციხეში, ეს იქნება საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 20-30 წლით კიდევ დავშორდებით ევროპულ პერსპექტივას და საერთოდ განვითარების ღერძს ავცდებით. ისევე, როგორც ერთხელ მოხდა ეს უკვე 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მოხდა პირველი პრეზიდენტის მოკვდინება და ჩვენ ჩამოვრჩით განვითარების პროცესებს.

როდესაც შეგვეძლო, რომ ვყოფილიყავით უფრო წინ, ვიდრე თუნდაც ბალტიის ქვეყნები არიან დღეს, ჩვენ დაშორებული ვართ მათგან რამდენიმე ათეული წლით. იგივე განმეორდება ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციის: ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში რუსეთში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა და მოუწოდა, რომ მე-3 პრეზიდენტის სიცოცხლეზე იზრუნონ:

,,მე მის ჯანმრთელობაზე ვნერვიულობ. მინდა ქართველებმა გაიგონ, თუ როგორი კატასტროფული იქნება საქართველოს მომავალისთვის სააკაშვილის ციხეში გარდაცვალება. პოლიტიკა გვერდზე უნდა გადავდოთ, საქმე არ არის იმაში, ვინაა მემარცხენე ან მემარჯვენე ან ვინ რა გააკეთა 2012 და 2015 წლებში.

მერწმუნეთ, მე ვიცი შეცდომების შესახებ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაუშვა და იმის შესახებაც მას შემდეგ რაც გააკეთა. ის არ არის წმინდანი და არც მისი მტრები არიან წმინდანები. არც დასავლეთია წმინდა იმაზე თუ როგორ მოექცნენ ბატონ სააკაშვილს და საქართველოს. ეს არის დებატები, რომელზეც ისტორიკოსებმა უნდა დაწერონ წიგნები. ეს ჩემი საქმე არაა. ჩემი მიზანია, რომ თავიდან ავიცილოთ, ძალიან, ძალიან ცუდი შედეგი. ეს არ იქნება ცუდი მხოლოდ მათთვის, ვინც მხარს უჭერს სააკაშვილს, ეს იქნება ცუდი ყველა ქართველისთვის, ვისაც სურს იცხოვროს მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში“, – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...