spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პოდოლიაკის გამოთქმა, შეფასებები არის უტიფარი" - გიორგი ვოლსკი

“პოდოლიაკის გამოთქმა, შეფასებები არის უტიფარი” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მწვავე შეფასებას აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის გზავნილებზე, სადაც საუბარია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩართულ უკრაინას ეხმარება იმ რესურსით, რაც ქვეყანას შეუძლია:

,,პოდოლიაკის გამოთქმა, ეს შეფასებები არის უტიფარი. თუ იმის მერე ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო რუსეთის მიმართ, იგი ან უტიფრად აგრძელებს ,,ნაცმოძრაობის” პოლიტიკას, რაც ასევე არ არის გასაკვირი, ანდა პრაქტიკულად, საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავს უკრაინის გარშემო, საერთოდ რეგიონში რა ხდება!

ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისთვის, რათა მივაწოდოთ უკრაინას. გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც ვაწვდით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ერთ-ერთ ინტერვიუში მწვავე და კრიტიკულ შეფასებას აკეთებს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ([“მთავარი არხის” თარგმანი]):

,,ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა ასეთი ხელისუფლება აირჩია. ხელისუფლება – სახელად ბატონი ივანიშვილი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებს. ელის მისგან ენერგეტიკასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემების გადაჭრას, 2008 წლის ომის გაგრძელებას, რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გახანგრძლივებას გულისხმობს.

საქართველოში უცნაური მდგომარეობაა. მთავრობა პრორუსულ ღირებულებებს უჭერს მხარს. იმავდროულად სურს ევროპულ ბაზარსა და ფულზე ჰქონდეს წვდომა. ძალიან საკვირველ ფაქტად ჩაიწერება ისტორიაში, რომ საქართველოს ხელისუფლება 2022-23 წლებში განაგრძობს უკრაინისადმი უპატივცემულობის გამოხატვას, ევროპის რუსული ექსპანსიონიზმის პროცესისგან გათავისუფლებისას.

ფენომენალურია ისიც, რომ ქვეყანა, რომელიც 2000-იან წლებში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითად მიიჩნეოდა, დღეს დაუბრუნდა რაღაც უცნაურ მდგომარეობას, როცა რეფორმატორი პრეზიდენტის ციხეში მოკვლა უნდათ.

გესმით, როგორ გამოჩნდება ეს ისტორიის წიგნებში?! როცა კიევი თბილისს სააკაშვილის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში მკურნალობის მიზნით გადაყვანისკენ მოუწოდებს, ამას არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული მიზნებით აკეთებს.

ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ესაა სიმბოლური ჟესტი და აჩვენებს იმას, რომ საქართველო, მიუხედავად მისი პოლიტიკური პრეფერენციებისა, არაა დეჰუმანიზირებული ქვეყანა. ნუთუ მათ მოსწონთ რუსეთი?! ღმერთი მათკენ! ასე იყოს, მაგრამ არის ჰუმანიტარული კომპონენტები, რაც სწორად უნდა აირჩიო“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...