spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ტურიზმის განსავითარებლად 60%-ით მეტი...

თორნიკე რიჟვაძე – აჭარაში ტურიზმის განსავითარებლად 60%-ით მეტი დაიხარჯება

2023 წელი აჭარისთვის ტურისტულად გამორჩეული იქნება. რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით 60%-ით მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

,,ტურიზმი რჩება პრიორიტეტად და გაზრდილი დაფინანსება საშუალებას მოგვცემს ყველა დაგეგმილ ღონისძიებას ჯეროვნად ვუმასპინძლოთ.

აღვნიშნავ, რომ წელს ვმასპინძლობთ ტურიზმის ოსკარის დაჯილდოების გალა ღონისძიებას, ასევე ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალურ ასამბლეას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი და ყველაფერი გაკეთდება რომ ქალაქმა ღირსეულად უმასპინძლოს ყველა ღონისძიებას.

სევე, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარება რჩება მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩვენს დღის წესრიგში, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა დაგეგმილი“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 16 მილიონამდე გაიზარდა.

წელს, რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, როგორიცაა:

• World Travel Awards -ს დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონია

• ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალური ასამბლეა

• 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი

მიმდინარე წელს, აქტიურად მოხდება აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების რეკლამირება-პოპულარიზაცია, როგორც შიდა ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე. სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტინგულ მედია საშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება. ასევე, ცნობილი ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩართულობით მოხდება აჭარის პოპულარიზაცია. რეკლამის ბიუჯეტი წელს 83%-ითაა გაზრდილი.

მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და განვითარება წელსაც პრიორიტეტული იქნება და ამ მიმართულებით 51%-ით მეტი დაიხარჯება, ხოლო სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 43%-ით მეტი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით განახორციელებს სერვისის ასამაღლებელ საგანმანათლებლო პროგრამებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...