სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები„60+ კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური საღამო...

„60+ კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური საღამო გაიმართება

12 დეკემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში „60+ კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური საღამო გაიმართება.

კლუბის სამთვიანი მუშაობის შემაჯამებელ საღამოზე ის ნამუშევრები და მუსიკალური ნომრები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც კლუბის წევრებმა მხატვარ ქეთი მატაბელის, ასევე, მუსიკოს და მსახიობ ია შუღლიაშვილის ხელმძღვანელობით შექმნეს და შეისწავლეს.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები. მათ საშუალება ეძლევათ, შეიძინონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავადვე დაგეგმონ და განახორციელონ კლუბის ღონისძიებები, გაიცნონ ახალი ადამიანები.

კლუბის წევრებისთვის სპეციალურად შემუშავებული აქტივობები: გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, ხატვისა და სიმღერის გაკვეთილები ტარდება. მსგავსი ტიპის კლუბები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი წელია არსებობს.

სერვისი – „60+ კლუბი“, გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით, დედაქალაქის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მიერ ხორციელდება.

საკონტაქტო პირი: ია ვეკუა 577 25 55 91

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...