შაბათი, აპრილი 20, 2024

“ასეთი ტემპებით თუ გააგრძელეთ 29-ში ბოქლომის ჩამკეტიც აღარ დაგრჩებათ…” – ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს

“ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში მწვავე, ნეგატიური პოზიცია-შეფასებებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, მოძრაობა “ხალხის ძალასთან” დაკავშირებული ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე:

ნაც-მოძრაობის ბუნება ასეთია ვიცით: მიყურადება, მოსმენა, გავრცელება და შანტაჟი…

ორი დღის წინ, ხაბეიშვილმა გაუვრცელა მელიას ფარული ჩანაწერი, დღეს კი სამაგიერო მიიღო და იმაზე დიდი ნაგავი დაიმხეს თავზე ვიდრე, ვინმეს წარმოედგინა…

ამ უსამშობლოების პირადი ინტერესები წყალსაც წაუღია, მთავარი და სავალალო ისაა, რომ ოპოზიციის 90% გამარგინალებული გავლენის პერსონები არიან, რომელთა პოლიტიკური მომავალი ძირითადად საზღვარგარეთ იგეგმება…

რა თქვა გიული ალასანიამ დღეს?

ზოგი პირდაპირ დავალებას ასრულებს, ზოგი “სასარგებლო იდიოტის” როლშია…
საბოლოო ჯამში, ერთი ჯოხის ორი ბოლოა…

ასე, რომ აწი რუსეთზე ხმა აღარ ამოიღოთ და დედა-დედოფალს მოუფრთხილდით, მაგან იმდენი იცის, რომ პირი თუ დააღო გაქცევას ვერ მოასწრებთ…

P.S. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ისე, ასეთი ტემპებით თუ გააგრძელეთ 29-ში ბოქლომის ჩამკეტიც აღარ დაგრჩებათ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული