კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთი ადამიანების განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს ჩვენი...

“ასეთი ადამიანების განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის” – რატი იონათამიშვილი ბენ ჰოჯესზე

NATO-ს სახმელეთო ძალების ყოფილი სარდლის, ევროპაში ამერიკული ძალების ყოფილი მეთაურის ბენ ჰოჯესის გზავნილებზე კრიტიკულ შეფასებას აკეთებს პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი:

,,ჩვენ ამ ადამიანის არაერთი განცხადება გვახსოვს, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვას, პირდაპირ გამოთქვამდა საყვედურებს იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებული ქმედებები არ აქვს განხორციელებული დღეს, იგივე აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში. ამით, ფაქტობრივად, ის მავნებლურ განცხადებებს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

ცხადია, ასეთი ადამიანების განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის. ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ ასეთი პირდაპირ ომის რიტორიკის და გლობალური ომის პარტიის წევრი გამოიყენონ სპიკერად, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომაა მათი მხრიდან”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის: NATO-ს სახმელეთო ძალების ყოფილი სარდალი, ევროპაში ამერიკული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, სადაც საუბრობს საქართველოს შესახებ:

,,ვისაუბრეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელისუფლებას უნდა აკონტროლებდეს, რომ ქართველებს ჰქონდეთ საკუთარი ინსტიტუტების ნდობა.

საფრთხე რუსეთიდან ახლა არ არის სამხედრო ხასიათის. ის უფრო იმაში მდგომარეობს, რომ აქ საზოგადოებაში მოსკოვმა ინფილტრაცია მოახდინა და მასზე გავლენას ახდენს.

ამიტომ საუკეთესო გზა, რომ ქართველებმა თავი დაიცვან, არის ძლიერი ლიბერალური დემოკრატია”, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...