ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების და ადვოკატების განცხადებებს ეხმიანება და მწვავე ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებს:
“ვუყურებ და ვუსმენ სააკაშვილის ოჯახის წევრების და ადვოკატების განცხადებებს. ცალკეული წევრების ვიზუალი და სხეულის ენა, ხომ ცალკე საკითხია, მაგრამ თავად განცხადებების შინაარსი და პათოსი მიმყარებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ხალხი მართლა რაღაც საკუთარ მიკროსოციუმშია ჩაკეტილი და დანარჩენ საქართველოს მოწყვეტილი. აშკარად ეტყობათ რომ იშტაზე მოვიდნენ.
ამ ბოლო დღეებში მათგან უკვე მუქარანარევი განცხადებები ისმის, ვიღაცეებს დასჯით ემუქრებიან, თუ მიშა არ იქნება აღარც სახელმწიფო იქნებაო და ა.შ. სასაცილოც აღარ არის უკვე ეს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.