საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ოჯახის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. საკანომნმდებლო ორგანოს სპიკერი აცხადებს, რომ ერთმანეთში არ უნდა აირიოს პოლიტიკა და მართლმსაჯულება:
,,თუკი სანდრო გირგვლიანის მკვლელის ხელის დამფარებლის ციხეში ყოფნა და ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზატორის ციხეში ყოფნა არის პუტინის ინტერესი, მე მგონი, აქ ადამიანებს არეული აქვთ ერთმანეთში – რა არის მართლმსაჯულება და რა არის პოლიტიკა…
ყველაზე მთავარია, რომ მართლმსაჯულებას ხელი არ შეეშალოს. ხოლო, ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას.
მნიშვნელოვანი არის, რომ ეს მკურნალობა, რომელსაც ის გადის კლინიკაში, შესაბამისად აუბას [სააკაშვილმაც] მხარი. ჩვენ, უბრალოდ ვიცით კლინიკისგანაც, რომ სამწუხაროდ, ხშირად ის არ ითვალისწინებს კლინიკის რჩევებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე