spot_img
მთავარისახელმწიფო სერვისებიმომხმარებლისათვის ყველა სერვისი ხელმისაწვდომობის თაობაზე იუსტიციის სახლის ინფორმაციას...

მომხმარებლისათვის ყველა სერვისი ხელმისაწვდომობის თაობაზე იუსტიციის სახლის ინფორმაციას ავრცელებს

იუსტიციის სახლი 3-6 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

გარდა ამისა, 3 იანვრიდან 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.

ცვლილების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სერვისები ყველა ლოკაციაზე გათანაბრდა. კერძოდ, ყოფილ საზოგადოებრივ ცენტრებში იუსტიციის სახლში არსებული ყველა სერვისი დაინერგა და განახლდა ინფრასტრუქტურა.

იმ სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობას, თუ სტუმრებს, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებდა, უკვე აქვს შესაძლებლობა თითქმის გაორმაგებული რაოდენობის სახელმწიფო სერვისები, იუსტიციის სახლის ჩვეული მაღალი სტანდარტით მიიღოს.

2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რიცხვი, საქართველოს მასშტაბით 117 შეადგენს,ხოლო სერვისების რაოდენობა 470-ზე მეტს.

3-6 იანვარს მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი.

გამონაკლისს წარმოადგენს, შინაგან საქმეთა სამინისტროს – სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისები. კერძოდ, 3-6 იანვარს გასაცემი დოკუმენტები მომხმარებლისთვის 9 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...