შაბათი, მარტი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნება"ბერლინის კინოფესტივალსა და ევროპის კინობაზრობაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების...

“ბერლინის კინოფესტივალსა და ევროპის კინობაზრობაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა 15 იანვრამდე” – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს პროდიუსერების განაცხადების მიღებას ბერლინის კინოფესტივალსა და ევროპის კინობაზრობაში მონაწილეობის მისაღებად!

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს პროდიუსერების განაცხადების მიღებას ბერლინის კინოფესტივალსა და ევროპის კინობაზრობაში მონაწილეობის მისაღებად!

ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრი გეგმავს ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება ქართველ პროდიუსერებს ფილმების სამომავლო დისტრიბუციაში. ბერლინის კინოფესტივალის ჩატარების თარიღებია 16-26 თებერვალი 2023, ხოლო ევროპის კინობაზრობის – 16-22 თებერვალი 2023.

ეროვნული კინოცენტრი შერჩეულ პროდიუსერებს დაუფინანსებს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის აკრედიტაციას და მგზავრობის ხარჯებს.

განაცხადის წარდგენის აუცილებელი პირობები:

  • განაცხადის წარდგენა შეუძლია პროდიუსერს, რომელსაც მოპოვებული აქვს ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ან დოკუმენტური ფილმის წარმოების დაფინანსება;
  • წარმოდგენილი ფილმის პროექტი არ უნდა იყოს შესული წარმოების პროცესში, (ფილმის პროდიუსერს ეროვნულ კინოცენტრთან არ უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება);
  • განმცხადებელმა უნდა დაწეროს განცხადება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის სახელზე და ამასთან ერთად წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს ფესტივალზე დაგეგმილი შეხვედრები, დისტრიბუციის სტრატეგია თუ სხვა);
  • ფესტივალის დასრულების შემდეგ პროდიუსერი ვალდებულია ეროვნულ კინოცენტრს წარუდგინოს ფესტივალზე განხორციელებული აქტივობების ანგარიში;
  • ბერლინის კინოფესტივალზე მონაწილეობისთვის შეირჩევა მაქსიმუმ 10 პროდიუსერი.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 იანვარი, (საღამოს 6 საათამდე).

გთხოვთ, მოთხოვნილი საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

t.akhalaia@gnfc.ge

info@gnfc.ge

საკონტაქტო პირი: თამთა ახალაია

ტელ: +995 32 2999 100; +995 555 97 51 56

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...