სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაბიძინა აქციების გარეშეც მოთავდება და თუკი არ ეყოფა...

ბიძინა აქციების გარეშეც მოთავდება და თუკი არ ეყოფა გონიერება აღიაროს მარცხი, საზოგადოება უკვე აქციებით აიძულებს მარცხის აღიარებას – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, ფეისბუკის პირადი გვერდზე გამოქვეყნებული პოსტში, ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ ივანიშვილი არჩევნებით არ წავა, არჩევნებს ვერ მოვუგებთ და ამდენად აზრს კარგავს არჩევნები. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საზოგადოებას მეტი კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, რათა არჩევნების გზით მოხდეს “ქართული ოცნების” დამარცხება:

მინდა საზოგადოებას ჩემი მოსაზრება გავაცნო, იმ საშიშ ტენდენციაზე, რომელიც ფეხს იკიდებს ამ ბოლო დროს.

სათქმელის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოსტი ჩემთვის უჩვეულოდ ვრცელი იქნება და იმედია, ამ ერთხელ, გაგებით მოეკიდებით.

უკვე კარგა ხანია, საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ ივანიშვილი არჩევნებით არ წავა, არჩევნებს ვერ მოვუგებთ და ამდენად აზრს კარგავს არჩევნები და მხოლოდ პროცესების რევოლუციური გზით განვითარებას აქვს პერსპექტივა.

ჩემი აზრით კი თუ ბიძინას ვერ დავამარცხებთ არჩევნებით, ვერ დავამარცხებთ ვერც აქციებით !

არჩევნების მოგება მართლაც შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც ამომრჩევლის ნახევარი არჩევნებზე საერთოდ არ მოდის, არჩევნებზე მოსულთა ხმები კი თანაბრად იყოფა. ანუ, რომ გავიმარჯვოთ, უნდა ვფლობდეთ აშკარა უპირატესობას.

თუ გვექნება ამგვარი უპირატესობა (და აუცილებლად გვექნება), ივანიშვილს გაყალბების მადაც დაეკარგება და ვერც იმ ადმინისტრაციული რესურსის, გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის გამოყენება უშველის, რაც ასე შველოდა აქამდე, როცა რეალურად პრაქტიკულად თანაბარ ხმებს ვიღებდით არჩევნებზე მოსული ამომრჩევლისგან. ივანიშვილი კი შემდეგ გაყალბებით, მოსყიდვით, დაშინებით აკუმულირებული ხმებით გვისწრებდა და “გვამარცხებდა”.

ამდენად, ჩვენი უპირველესი ამოცანაა, იმ ნიჰილიზმის დაძლევა, რომელიც სუფევს დღეს ქვეყანაში.

საზოგადოების ნაწილს, რომელსაც გული აქვს აცრუებული არჩევნებზე, უნდა დავარწმუნოთ რომ ჩვენ შეგვიძლია არჩევნებში გამარჯვება! მაგრამ არ შეგვიძლია მათ გარეშე!

ფაქტია, ყველა წინა არჩევნებზე არსებული ელექტორალური მხარდაჭერა არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის დასამარცხებლად, არც არჩევნების გზით და არც მის გარეშე.

ელემენტარულია, თუ ადამიანი ხმას არ გაძლევს, არც აქციებზე გამოვა და გამოგყვება! და თუ ქუჩაში არ გამოვიდა უმრავლესობა, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუ ეს არ იქნება უმრავლესობისგან მხარდაჭერილი პროცესი, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით, საპროტესტო აქციებით ცვლას კი არა, სამოქალაქო არეულობას მივიღებთ.

და თუკი, ნიჰილიზმს დავძლევთ, ( და ზოგი განგებ არ გააღვივებს ნიჰილიზმს) მოვალთ არჩევნებზე და უმრავლესობა ერთად ვეტყვით ბიძინას “არას”, ბიძინა აქციების გარეშეც მოთავდება, და თუკი არ ეყოფა გონიერება, აღიაროს მარცხი, საზოგადოება უკვე აქციებით აიძულებს მარცხის აღიარებას.

ამდენად, ხმები ბიძინას არჩევნების გზით დაუმარცხებლობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ – გადაჭარბებულია და ისევ მის, როგორც უძლეველი კერპის წარმოჩენას ემსახურება.

ბიძინა, ჩვენი ერთიანობის შემთხვევაში, სტაფილოსცხვირიან თოვლის კაცივით ჩაგვადნება ხელებში“, – წერს ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...