შაბათი, მაისი 18, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 31 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში

30 დეკემბრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 31 დეკემბრიდან ახალი წლის დღეებში.

გარკვეული დროის განმავლობაში ლარის კურსის გამყარებისა და სტაბილიზების შემდეგ წინა რამდენიმე ვაჭრობაზე გაუფასურება მოხდა სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში და წინა კვირაშიც გაგრძელდა გაუფასურება დოლართან მიმართებაშიც. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი:

27 დეკემბერი – 2.7026;
28 დეკემბერი – 2.7009;
29 დეკემბერი – 2.7055;
30 დეკემბერი – 2.7103.

ეროვნული ვალუტა, წინა ვაჭრობებზე გაუფასურების შემდეგ, ბოლო ვაჭრობაზე  გამყარდა, 0.0083 ლარით და 1 აშშ დოლარი 31 დეკემბრიდან ახალი წლის დღეებში ეღირება 2.7020 ლარი.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურებას განაგრძობს. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსის შესაბამისად 1 ევრო ღირდა:

27 დეკემბერი – 2.8712;
28 დეკემბერი – 2.8800;
29 დეკემბერი – 2.8789;
30 დეკემბერი – 2.8832.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი ევროსთან მიმართებაში მცირედით კიდევ გაუფასურდა 0.0012 ლარით და ახალი წლის დღეებში 1 ევრო ეღირება 2.8844 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2581 ლარი (გამყარდა 0.0040 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1443 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7352 (გამყარდა 0.0005 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5924 ლარი (გამყარდა 0.0049 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.8513 ლარი (გამყარდა 0.0254 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9322 ლარი (გაუფასურდა 0.0040 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.9063 ლარი (გაუფასურდა 0.0134 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.6912 ლარი (გამყარდა 0.0055 ლარით)
100 იაპონური იენი – 2.0495 ლარი (გაუფასურდა 0.0237 ლარით)

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარის კურსის გამყარების დინამიკა და სტაბლიზების ნიშნები გამოიკვეთა რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა:

27 დეკემბერი – 3.9030;
28 დეკემბერი – 3.8486;
29 დეკემბერი – 3.7862;
30 დეკემბერი – 3.7504.

30 დეკემბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა ისევ გამყარდა 0.0734 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, ახალი წლის დღეებში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.6770 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული