spot_img
მთავარირეგიონის ამბები"მაგნოლია 2022" - აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის...

“მაგნოლია 2022” – აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდნენ

ბათუმში „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ.  რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ ჰილტონ ბათუმი, ქართულ, არაბრენდულ სასტუმროდ „ბლუმი“, საუკეთესო ჰოსტელად „ძველი ბათუმი“, ხოლო ყველაზე პოპულარულ რესტორნად „ფიროსმანი“ დასახელდა. გარდა ამისა, რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ხოლო ხშირად ვიზიტირებადი დაცული ტერიტორიისა მტირალას ეროვნულმა პარკმა მიიღო. ჯამში,  ღობისძიებაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში  გამოვლინდნენ.

  • საუკეთესო ბრენდული სასტუმრო – „ჰილტონი“
  • საუკეთესო არაბრენდული სასტუმრო – „ბლუმი“
  • საუკეთესო ჰოსტელი – „ძველი ბათუმი“
  • ყველაზე პოპულარული რესტორანი – „ფიროსმანი“
  • საუკეთესო ტურისტული სააგენტო – „აჭარა ტური“
  • საუკეთესო გიდი – თამარ ორაგველიძე
  • საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად – „ზებო“
  • ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი ვაჟა დავითაძს მეღვინეობა და მარანი
  • ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი მუზეუმიგონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი
  • ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი დაცული ტერიტორია – მტირალას ეროვნული პარკი
  • ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ადგილი –  ბათუმის ბულვარი  
  • ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული მარშრუტი მახუნცეთის ტურისტული მარშრუტი
  • საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში – ზვიად გოგიჩაიშვილი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, წელს პირველად, მაგნოლიის დაჯილდოების ცერემონიაზე, დაწესდა ტურიზმის საპატიო ჯილდო, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გადაეცა.

  1. ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის იზოლდა მაჭუტაძე
  2. ტურიზმის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის – ზურაბ ბარბაქაძე
  3. გიდის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ბაგრატ თავბერიძე და ზურაბ ჭკუასელი
  4. ტურიზმის ინდუსტრიისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე გაწეული თავდადებისთვის – თამაზ შამილიშვილი და მალხაზ მალაყმაძე

აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.

„მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშით გაიხსნა. დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ სტუმრებს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი  „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების და სექტორის შეფასებებს იყენებს. ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...