spot_img
მთავარისხვადასხვა"გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ...

“გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს, მაშინ როდესაც ჩვენ, უკრაინელებთან ერთად, ყველაზე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი” – კახა კალაძე

დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას კახა კალაძე თბილისის წლევანდელი საახალწლო სლოგანის გარშემო ოპონენტების კრიტიკას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მას სპეკულაცია უწოდა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სლოგანის გარშემო ატეხილი ხმაური მხოლოდ ოპონენტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებითა და მათი ანგაჟირებულობით აიხსნება.

დღევანდელი ანგარიში ასევე მინდა დავიწყო იმის შეხსენებით, რომ ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიღწევა უფერულდება თუკი არ არის მშვიდობა. განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში. სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენს შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს.

ამიტომ, ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს „მშვიდობის ქალაქი“ არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს, გაუგებართან ერთად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით, ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ არ გაკადრებთ, მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს, ყველაზე უკეთ ეს დღეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის.

უკრაინელებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, ვინც კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძვიან ამ სლოგანს, თუმცა, თუკი ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხს და ვიწრო პარტიულ ინტერესებს გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი და აშკარა ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...