შაბათი, აპრილი 27, 2024

“ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა მზარდია!”- სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა მზარდია!

2022 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 91.4 მლნ ლიტრი ღვინო. აღნიშნული მოცულობა უკვე აჭარბებს 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელს – 80.5 მლნ ლიტრს.

დაპირებისამებრ, რთველი 2022 ორგანიზებულად ჩატარდა და ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა.

რთველი 2022-ის ფარგლებში, მევენახეებმა 250 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

ჯამში, 2013 წლიდან დღემდე, კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, 2 მლრდ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს.

ამავე პერიოდში, სუბსიდიის სახით, მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებზე სახელმწიფოს მხრიდან 380 მლნ ლარამდე გაიცა“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული