შაბათი, აპრილი 20, 2024

რექტორის არჩევის წესი უნდა გახდეს პირდაპირი და დემოკრატიული და მას უნდა ირჩევდეს არა საუნივერსიტეტო ელიტა, არამედ მთლიანი აკადემიური სივრცე – სტრატეგია აღმაშენებელი

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს და უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტს ეხმაურება:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში ერთი კანდიდატის მონაწილეობამ არჩევნები გადააქცია ფარსად და ნათლად გამოხატავს, თუ როგორ ესმის “ქართულ ოცნებას” დემოკრატია და არჩევნები.

ამას ხელს უწყობს უმაღლესი განათლების შესახებ კანონი. ჩვენ დავაინიცირეთ მასში ცვლილება, რომლის მიხედვით რექტორის არჩევა უნდა მომხდარიყო პირდაპირი გზით, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა.

კიდევ ერთხელ ვითხოვთ: იმისთვის, რომ კონკურენცია იყოს ჯანსაღი, არსებობდეს კანდიდატების, უნივერისტეტის განვითარების ხედვებისა და კონცეფციების ალტერნატივა, რექტორის არჩევის წესი უნდა გახდეს პირდაპირი და დემოკრატიული და მას უნდა ირჩევდეს არა საუნივერსიტეტო ელიტა, არამედ მთლიანი აკადემიური სივრცე”, – პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

P.S. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დასრულდა. 30 ხმით (2 ბიულეტენი გაუქმდა) რექტორად ჯაბა სამუშია იქნა არჩეული.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული