პარასკევი, აპრილი 19, 2024

ივანიშვილმა გამარჯვებულ სულთანს ბაქოში აახლა თავის ხალხზე ტყვიებით სროლაში გამარჯვებული გახარია – შალვა ნათელაშვილი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ საკითხებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტს ეხმიანება “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი:

მოკლედ ივანიშვილმა პრეზიდენტ ალიევს საშუალება მისცა დავით გარეჯის ტერიტორიაზე, უპრობლემოდ განეხორციელებინა ოკუპაცია ბორდერიზაციის მოდერნიზებლი ვარიანტი, ააშენებინა კომპლექსთან უზარმაზარი სამხედრო ბაზა, როგორიც სომხეთის საზღვართანაც კი არა აქვთ, გაათხრევინა გრანდიოზული ავტომაგისტრალი, დააყენებინა ე.წ. არარსებულ საზღვარზე კბილებამდე შეიარაღებულ მესაზღვრეთა მასშტაბური კონტიგენტი, ზარ-ზეიმით გაახსნევინა სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რითაც ჩამოცილდა კომპლექსს აღდგომის, ჩიჩხიტურის, ბერთუბნის და სხვა არსებითი ცენტრები, ამის შემდეგ გამარჯვებულ სულთანს ბაქოში აახლა თავის ხალხზე ტყვიებით სროლაში გამარჯვებული გახარია, რომელმაც დღეს გვახარა, რომ აღნიშნულ ქართულ-ქრისტიანულ სიწმინდეებში სამღვდელოებას შეუშვებენ.

ვაშა და ურა. ეს იგივეა სვეტიცხოველი მტერმა შუაზე გაგვიღობოს და მადლობის გადახდა მოგვთხოვოს სტუმრად შეშვებისათვის.

ერთადერთი რაც ლეიბორისტულმა პარტიამ გავაკეთეთ არის ის, რომ ამ ღალატის შემოქმედ ხელისუფლებას არ მივეცით საშუალება ოფიციალურ ე.წ. სადემარკაციო დოკუმენტზე მოეწერა ხელი, ამისათვის დაგვჭირდა ბრძოლა პირდაპირი გაგებით საზღვარზე და საერთაშორო არენაზე, სადაც დავსვით ალიევის და მისი გარემოცვის სანქცირებაზე საკითხი.

იმედია ეს ხელისუფლება მალე ჩაბარდება პატრონს ხოლო ქართველი ხალხი ისე უპატრონებს გარეჯს როგორც ეს მას ეკადრება“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული