კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტიკური ელიტა არის სრულად...

“ჩვენი პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტიკური ელიტა არის სრულად ანტიევროპული” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია გორში, პარტიის წევრებს შეხვდა, სადაც ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მწვავე შეფასებას აკეთებს ქართულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან მიმართებაში:

,,თქვენ წარმოგიდგენიათ, აი ეს, ეს… პოლიტიკური თანამდებობის პირები, ყველას არ ვამბობ, რა თქმა უნდა. ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ როგორც კი იმ კაბინეტიდან გამოვლენ და შრომის ბაზარზე აღმოჩნდებიან ნუ-ლი იქნება მათი ფასი, ნუ-ლი… ნული მეგობრებო, ნული.

ბევრი მათგანი, უბრალოდ ექსპერიმენტი რომ ჩაატაროთ და დღეს აიღო და ამ მაღალი პოლიტიკური თანამდებობიდან კონკურენტულ შრომის ბაზარზე, დატესტო უბრალოდ, გადმოსვა – 500 ლარიან ხელფასს ვერ იშოვის ბევრი მათგანი.

მაშინ, როდესაც საშუალო დონის საჯარო მოხელე არის უაღრესად კომპეტენტური, გამოცდილი, პატრიოტი, კეთილსინდისიერი და თავზე წამოასვამს ეს არაკომპეტენტური, უვარგისი, პოლიტიკური ელიტა. ამაშია დღეს პრობლემა!

დღეს, საქართველოს მოქალაქე არის ბევრად უფრო პროევროპელი, ვიდრე მთავრობა!

დღეს ქართული ბიუროკრატია და საჯარო მოხელე არის ბევრად უფრო კომპეტენტური და პროევროპელი, ვიდრე უკრაინელი ან მოლდოველი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტიკური ელიტა არის სრულად ანტიევროპული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...