ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, წინასაახალწლოდ აჭარაში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს ბათუმის თოჯინების თეატრში უმასპინძლეს

თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, წინასაახალწლოდ აჭარაში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს ბათუმის თოჯინების თეატრში უმასპინძლეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, წინასაახალწლოდ აჭარაში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს ბათუმის თოჯინების თეატრში უმასპინძლეს. უკრაინელი მოსწავლეები ომის დაწყების შემდეგ ბათუმში იმყოფებიან და სწავლას ქართული სკოლის უკრაინულ სექტორში აგრძელებენ.

საახალწლო სპექტაკლს ფონდი იალქანის ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, მაგდა მამულაძემ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ბათუმის თოჯინების თეატრში საახალწლო სპექტაკლი ,,ზურმუხტქალაქის ჯადოქარის” ჩვენება გაიმართა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული