კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმედს ვიტოვებ, რომ მოვა ის დღე, როდესაც სააკაშვილი...

“იმედს ვიტოვებ, რომ მოვა ის დღე, როდესაც სააკაშვილი გაბრაზდება და თვითონ დაუსვამს ამ აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს” – თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი განცხადებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან მიმართებაში. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება ყველასთვის უცნობია, თუმცა თუ ,,ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება დაპირისპირებას, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ბედით თამაში:

,,ჩვენ არ ვიცით რას გააკეთებს სასამართლო. ეს იმ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდათ სასამართლო ხელისუფლება, რასაკვირველია, მე ვიცი, რომ დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლებამ – მათ შორის მე, არ ვიცით, რას იზამს სასამართლო!

თუ მოხდა ისე, რომ სასამართლომ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არ მიიჩნია საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ სასჯელის აღსრულება გადავადდეს და ,,ნაციონალური მოძრაობა“ მორიგჯერ შეეცდება ტურბულენტობის ორგანიზებას ჩვენ ქვეყანაში, იქნება ეს 29-ში, 30-ში თუ შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს ამას, რასაკვირველია, ეს ვერ იქნება ვერანაირი შედეგის მომტანი.

ეს იქნება მორიგჯერ, საკუთარი ვითომ გულშემატკივრების მიერ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობითა, მისი სიცოცხლით და ბედით თამაში. იმიტომ, რომ მათ ჰგონიათ, რაკი სხვა რესურსი არავითარი აღარ აქვთ უნდა ითამაშონ სააკაშვილით, რომ ვინძლო რამე გამოუვიდეთ.

მე კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ მოვა ის დღე, როდესაც სააკაშვილი გაბრაზდება და თვითონ დაუსვამს ამ აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს. ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები არ იქნებიან დაკავებული მისი ბედით თამაშით და დაკავდებიან პარტიის რეორგანიზაციით, აწყობით, მოწყობით…“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...