ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ზელენსკი, რომელიც უკვე იქცა მსოფლიო პოლიტიკისთვის მიმართულების მიმცემ ლიდერად, ხელცარიელი არ ბრუნდება უკრაინაში” – ზურაბ ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტს ეხმაურება:

პრეზიდენტი ზელენსკი ისევ იქ იმყოფებოდა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა უკრაინას მისი ყოფნა – ბახმუტის შემდეგ ვაშინგტონში.

ამით იგი ერთგვარად იმეორებს ჩერჩილის გზას მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

ზელენსკის ორი მთავარი მესიჯი (საერთოდაც რომ არაფერი განაცხადონ პრეზიდენტების პრეს სამსახურებმა):

1. შეგნებულადაა დარღვეული დიპლომატიური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტს ეტიკეტის მიხედვით უნდა ეცვას.

მაგრამ ეს მესიჯის ნაწილია – უკრაინა ომში მყოფი ქვეყანაა და მისი პრეზიდენტის ხაკისფერი ტანსაცმლით სტუმრობა ვაშინგტონში სიტუაციის არაორდინალურობას უსვამს ხაზს.

აქ მესიჯი შემდეგია – უკრაინას არ სცალია ლამაზი სიტყვებისა და ეტიკეტისთვის. ვაკეთებთ საქმეს – ვანადგურებთ მტერს.

2. ზელენსკიმ ომის დაწყების შემდეგ პირველად დატოვა უკრაინის ტერიტორია და ჩავიდა არა ბრიუსელში, არამედ – ვაშინგტონში.

ანუ მეორე მესიჯი შემდეგია – ცივილიზებული სამყაროს ლიდერი არის აშშ, რომლისგანაც, როგორც ლიდერისგან, ელიან კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებას. საჭიროა სამხედრო დახმარების გაზრდა იმ მიზნით, რომ უკრაინამ ბოლომდე მიიყვანოს დასავლეთის მთავარი მტრის განადგურების საქმე.

ზელენსკი, რომელიც უკვე იქცა მსოფლიო პოლიტიკისთვის მიმართულების მიმცემ ლიდერად, რა თქმა უნდა, ხელცარიელი არ ბრუნდება უკრაინაში.

რა თქმა უნდა, უკრაინა გაიმარჯვებს! 🇺🇦🇺🇦🇺🇦“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული