კვირა, მაისი 19, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-26 დეკემბრის პერიოდისთვის

23 დეკემბრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 24-26 დეკემბრის პერიოდისთვის.

ბოლო რამდენიმე კვირა გამოირჩეოდა ლარის კურსის გამყარებით და სტაბილიზებით სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. დოლართან მიმართებაშიც ისევ სახეზე იყო გამყარების ტენდენცია. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი:

20 დეკემბერი – 2.6682;
21 დეკემბერი – 2.6667;
22 დეკემბერი – 2.6646;
23 დეკემბერი – 2.6740.

ეროვნული ვალუტა წინა ვაჭრობაზე გაუფასურების შემდეგ ბოლო ვაჭრობაზეც საგრძნობლად  გაუფასურდა, 0.0143 ლარით და 1 აშშ დოლარი 24 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6883 ლარი.

არასტაბილური იყო ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსის შესაბამისად 1 ევრო ღირდა:

20 დეკემბერი – 2.8320;
21 დეკემბერი – 2.8368;
22 დეკემბერი – 2.8287;
23 დეკემბერი – 2.8446.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი ევროსთან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა 0.0101 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8547 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2445 ლარი (გაუფასურდა 0.0132 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1439 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7279 (გაუფასურდა 0.0039 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5843 ლარი (გაუფასურდა 0.0114 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.8222 ლარი (გაუფასურდა 0.0320 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8900 ლარი (გამყარდა 0.0027 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.8478 ლარი (გაუფასურდა 0.0167 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.7035 ლარი (გაუფასურდა  0.0003 ლარით)
100 იაპონური იენი – 2.0272 ლარი (გაუფასურდა 0.0021 ლარით)

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარის კურსის გამყარების დინამიკა და სტაბლიზების ნიშნები გამოიკვეთა რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა:

20 დეკემბერი – 4.0071;
21 დეკემბერი – 3.8635;
22 დეკემბერი – 3.7721;
23 დეკემბერი – 3.6933.

თუმცა 23 დეკემბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გაუფასურდა 0.2152 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.9085 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული