spot_img
მთავარისხვადასხვა"ახალი წელი რომ სააკაშვილის შეწყალებით დაიწყოს, რას წავაგებთ?...

“ახალი წელი რომ სააკაშვილის შეწყალებით დაიწყოს, რას წავაგებთ? – არაფერს” – ნათია ფანჯიკიძე

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრის ერიკ დევიდ გოლდსმიტის მიერ გაკეთებულ განმარტებებს და მსჯავრდებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე:

მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე სანახავია და დიაგნოზი, პროგრესირებადი დემენცია თუ მართლა დასვა მოწვეულმა ექსპერტმა და როგორც ჩანს, დასვა, იმდენად მწვავე ნევროლოგიური პრობლემაა, ასეთი დიაგნოზით შეუძლებელიცაა პატიმრობა გრძელდებოდეს.

არ მიყვარს ფამილარული მონიშვნა თანამდებობის პირების, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის. ისედაც დარწმუნებული ვარ, არსებობენ ფბ მიმომხილველები ირგვლივ და ხედავენ პოსტებს. ახალი წელი რომ სააკაშვილის შეწყალებით დაიწყოს, რას წავაგებთ? – არაფერს. რას მოვიგებთ? უამრავს და მათ შორის – ქვეყანაში ბევრად გაჯანსაღდება განწყობა, ბევრად შერბილდება პოლარიზება.

პ.ს. არ ვიზიარებ საავადმყოფოში სააკაშვილის წამების ვერსიას. მტკიცებულების გარეშე მედპერსონალს სადისტის იარლიყი მიაკერო, დანაშაულია.

არ მინდა ერთი ადამიანის დანდობის თხოვნა სხვების მიმართ დაუნდობლობას ეფუძნებოდეს.

ამგვარი რიტორიკისგან დამოუკიდებლად, ვუერთდები თხოვნას, საკმარისად ჩაითვალოს სასჯელი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...