კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინას თუ ჰგონია თქვა "მე წავედი პოლიტიკიდან" და...

“ბიძინას თუ ჰგონია თქვა “მე წავედი პოლიტიკიდან” და წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში ძალიან ცდება” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმდჯომარემ გიორგი გახარიამ გორში, პარტიის წევრებთან შეხვედრა გამართა, სადაც ისაუბრა იმ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობაზე, რასაც ევროინტეგრაციის პროცესი მოიტანს. ამასთანავე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუბრობს პასუხისმგებლობის პერსონალიზირების საკითხსა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით:

დღეს საქართველოში არის ისეთი მომენტი, პერიოდი, რომ მე გპირდებით – თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება. ვინ სად იდგა? ვის რა პოზიცია ჰქონდა? ვინ რას აკეთებდა? – ეს არსად არ გაქრება და პასუხიმსგებლობის პერსონალიზებაც მოხდება, ერთმნიშვნელოვნად, ეს ასე იქნება!იმიტომ, რომ ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს. დღეს წყდება ბედი იმ მიღწევების და შეცდომების, რომელიც ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ქვეყანამ დაუშვა.

იმის მაგივრად, რომ შეცდომებს ვასწორებდეთ, იმიტომ რომ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა დღეს, შემთხვევით ჩვენი დამსხურებით კი არა, უბრალოდ გაჩნდა გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანამ მოიგოს 20-30 წელი.

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობების ეს ფანჯარა, რომ საქართველო დაუხლოვდეს ევროპულ ოჯახს ასე სწრაფად – არ გვექნებოდა.

ერთის მხრივ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები, მეორეს მხრივ – ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი ეს 20-30 წელი დავკარგოთ. ვიღაცა გამოდის იდიოტი, ბოდიშით, ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა. აბა, იმ 85%-ს ჰკითხოს უნდათ ასეთი ევროპა თუ არა?! აბა, იმ 85% ადამიანებს ჰკითხოს – უნდათ ასეთი არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო მთავრობა?!

პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება და ყველამ უნდა გაითვალისწინოს!

მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ “მე წავედი პოლიტიკიდან” და წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება, ძალიან ცდება!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...