,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ შეფასებას აძლევს სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნილ პროცესს და თავის მოსაზრებას აფიქსირებს მმართველი პარტიის მიზნებთან დაკავშირებით:
,,სამწუხაროდ, დღეს ვიხილეთ,თუ ,,ქართული ოცნება” პირდაპირ როგორ ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს. მათ ჩააგდეს ომბუდსმენის არჩევის საკითხი.
ჩვენ, ,,სტრატეგია აღმაშენებლი” პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მთელი ის თაღლითური სქემა, რომელიც მათ მოიგონეს, ამდენი კანდიდატის წარდგენა, ვითომ კანდიდატი არ ჰყავდათ – მიზანს ისახავდა ერთადერთს, საქართველოს მოქალაქეები შეეყვანათ შეცდომაში!
ვფიქრობ, რომ დღეს ცალსახად დადასტურდა, რომ ,,ქართული ოცნების” მიზანი არ არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ არის, რომ როგორმე ევროპას უარი ათქმევინონ კანდიდატის სტატუსზე.
სწორედ ამიტომ ჩააგდეს ომბუდსმენის კანდიდატები, არ დაუჭირეს მხარი ობიექტურად მიუკერძოებელ იუსტიციის საბჭოს წევრებს.
რა პროცესთან გვაქვს საქმე? – ამას ევროპელები პირდაპირ ეუბნებიან ყველა შეხვედრაზე. “Thinking the box” ანუ უბრალოდ, სიმბოლურად, რაღაც პროცესის არსებობა, ვითომ უნდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.
საბოლოო ჯამში, არაფერი არ იქნება. სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური ნება, რომელიც არ მიდის ევროპისკენ. ,,ქართულმა ოცნებამ” დღეს კიდევ ერთხელ აირჩია გზა რუსეთისკენ, როცა ჩააგდო ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევის საკითხი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე