კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულმა ოცნებამ" დღეს კიდევ ერთხელ აირჩია გზა რუსეთისკენ,...

“ქართულმა ოცნებამ” დღეს კიდევ ერთხელ აირჩია გზა რუსეთისკენ, როცა ჩააგდო ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევის საკითხი – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ შეფასებას აძლევს სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნილ პროცესს და თავის მოსაზრებას აფიქსირებს მმართველი პარტიის მიზნებთან დაკავშირებით:

,,სამწუხაროდ, დღეს ვიხილეთ,თუ ,,ქართული ოცნება” პირდაპირ როგორ ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს. მათ ჩააგდეს ომბუდსმენის არჩევის საკითხი.

ჩვენ, ,,სტრატეგია აღმაშენებლი” პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მთელი ის თაღლითური სქემა, რომელიც მათ მოიგონეს, ამდენი კანდიდატის წარდგენა, ვითომ კანდიდატი არ ჰყავდათ – მიზანს ისახავდა ერთადერთს, საქართველოს მოქალაქეები შეეყვანათ შეცდომაში!

ვფიქრობ, რომ დღეს ცალსახად დადასტურდა, რომ ,,ქართული ოცნების” მიზანი არ არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ არის, რომ როგორმე ევროპას უარი ათქმევინონ კანდიდატის სტატუსზე.

სწორედ ამიტომ ჩააგდეს ომბუდსმენის კანდიდატები, არ დაუჭირეს მხარი ობიექტურად მიუკერძოებელ იუსტიციის საბჭოს წევრებს.

რა პროცესთან გვაქვს საქმე? – ამას ევროპელები პირდაპირ ეუბნებიან ყველა შეხვედრაზე. “Thinking the box” ანუ უბრალოდ, სიმბოლურად, რაღაც პროცესის არსებობა, ვითომ უნდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.

საბოლოო ჯამში, არაფერი არ იქნება. სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური ნება, რომელიც არ მიდის ევროპისკენ. ,,ქართულმა ოცნებამ” დღეს კიდევ ერთხელ აირჩია გზა რუსეთისკენ, როცა ჩააგდო ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევის საკითხი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...