ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს, ჩვენ ვნახეთ მორიგი უნიჭო სიმულაცია" - ირაკლი...

“დღეს, ჩვენ ვნახეთ მორიგი უნიჭო სიმულაცია” – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმეზე. ამასთან, კობახიძე მწვავედ აკრიტიკებს მიხეილ სააკაშვილის დასაცავად გაკეთებული განცხადებების გამო უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს:

,,დღეს, ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო.

რაც შეეხება მის ვიზუალს – არაფრით არ განსხვავდება იმ კადრებისგან, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ, რამდენიმე დღის წინ და ეს იყო 2 დღით ადრე გადაღებული კადრები.

ის არის შერჩევით კვებაზე, მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც გამოიწვია ასევე წონაში კლება. ეს არის ერთადერთი, რასაც ვხედავთ ჩვენ ამ ვიზუალიდან.

დანარჩენი, რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს – ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით. ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არის ცალსახა და ძალიან უნიჭო სიმულაცია, რაც ჩვენ ვიხილეთ – მათ შორის დღეს სატელევიზიო ეთერით.

კითხვაზე – როგორ შეიძლება მოაწყოს ადამიანმა უნიჭო სიმულაცია? – პასუხი არის უნიჭოდ, ანუ სხვა პასუხი არ არსებობს: როგორ? – უნიჭოდ მოაწყო მან სიმულაცია.

[ჟურნალისტების შეკითხვაზე უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების პოზიციასთან დაკავშირებით]

თვითონ სანდუს ჰყავს მოლდოვის, რა ნომერია არვიცი, მე-6 პრეზიდენტი თუ არ ვცდები, პატიმრობაში. მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს.

რაც შეეხება ზელენსკის – მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განხადებას ჩვენთვის ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი. იმიტომ რომ მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...