spot_img
მთავარიარჩევნებიპარლამენტმა "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების...

პარლამენტმა “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონებში შესატანი ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით – 96 ხმით მიიღო, ხოლო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება – 93 ხმით.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირ-ის (OSCE/ODIHR) ერთობლივი წინასწარი დასკვნის განხილვა და რიგ საკითხებზე პოზიციების შეჯერება.

ვენეციის კომისიას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მათი დასკვნიდან ძალიან ბევრი რეკომენდაცია სამუშაო ჯგუფის ფორმატში იქნა გათვალისწინებული და, შესაბამისად, ასახულია კანონპროექტში, რის საფუძველზეც 15 დეკემბერს მეორე მოსმენით, ფართო მხარდაჭერით დამტკიცდა კიდეც“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კანონპროექტებში შემდეგი ცვლილებები შევა: პირველი სხდომის ჩატარება – კომისიის უფლებამოსილების ცნობა იმპერატიულად არჩევნებამდე 30-ე დღეს განხორციელდება; ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ნორმები დეტალურად გაიწერება; ყველა ამომრჩეველი, მიუხედავად იმისა ტრადიციული ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაექვემდებარება მარკირებას; არჩევნების დასრულების შემდეგ ელექტრონული აპარატიდან ამობეჭდილი ფურცელი იქნება წინასწარი შედეგების შემაჯამებელი, ხოლო შემდგომში თითოეული კომისია მყისიერად დაიწყებს ბიულეტენების ხელით დათვლას, რაც შემაჯამებელი ოქმის სახით იქნება წარდგენილი;

ცვლილებები ეხება ადგილობრივ დამკვირვებლებთან დაკავშირებით შეზღუდვების გამკაცრებასაც, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადას, ასევე, არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ვადებს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...