ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის კობახიძე და ივანიშვილი?!...

“რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის კობახიძე და ივანიშვილი?! – ფაქტი არის ჯიუტი!” – ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

დღეს, საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად მწვავე და ემოციური პოლიტიკური შეფასება გააკეთა პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, თუ დაინახავენ, რომ პროცესები შეგნებულად იწელება, ერთობლივი შეთანხმებით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ:

,,ნებისმიერ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, მარტივად, წლის ბოლომდე დაასრულოს საქმის განხილვა. თუ ასე არ ხდება, მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძვირფასო მეგობრებო, ეს უკვე განხილულ იქნება ყველა მხარესთან ერთად და მივიღებთ გადაწყვეტილებას – ნიშნავს თუ არა ეს უკვე, ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენს?

როგორ იქცევა თავმოყვარე საზოგადოება, რომლის თვალწინ კვდება და კლავენ პრეზიდენტს 30 წლის განმავლობაში უკვე რიგით მეორეს, მე ვფიქრობ, ბევრ ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს.

ადამიანი ყოველდღიურად მძიმდება. ეს არის ფაქტი, რაც არ უნდა თქვას კობახიძემ და ივანიშვილმა, რა მნიშვნელობა აქვს ისინი რას იტყვიან?! – ფაქტი არის ჯიუტი!

ამ ფაქტების შეფასებაში და კონსტანტირებაში ახლა გაჯიუტებას ისინი მუდმივად აპირებენ სათავისოდ, მაგრამ მადლობა ღმერთს, საზოგადოების დიდი ნაწილი აფასებს რეალობას ისე, როგორც აფასებს!“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...