ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" ხელისუფლება არის რუსეთის მხარეზე, ისინი ასრულებენ...

“ქართული ოცნების” ხელისუფლება არის რუსეთის მხარეზე, ისინი ასრულებენ რუსეთის დაკვეთას – სერგო ჩიხლაძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. აღნიშნულ გზავნილზე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკურ საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე:

,,სამწუხაროდ, ძალიან მარტივად არის საქმე. ერთ მხარეს დგას ცივილიზებული სამყარო – დასავლეთი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ჩვენი უკრაინელი მეგობრები – ყველა ერთ მხარეს არის! მეორე მხარეს არის მხოლოდ ,,ქართული ოცნება”, მისი სატელიტები და რუსეთი.

ამიტომ ძალიან მარტივია, რატომ არ დგამს ნაბიჯებს პრორუსი ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება! ისინი არიან რუსეთის მხარეზე, ისინი ასრულებენ რუსეთის დაკვეთას.

ყველაფერს, რასაც ითხოვს დასავლეთი, ამის საწინააღმდეგოს გააკეთებს ,,ქართული ოცნება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო მკურნალობის გაწევისკენ:

,,რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, როგორც ადრე თქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს მას სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის, ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, როგორც ეს განსაზღვრულია სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ.

რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს და მიიღოს ყველანაირი სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც მას სჭირდება”, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...