ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“Gorbi არის ჩვეულებრივი მჩხიბავების დაწესებულება!” – გიორგი ვაშაძე

Gorbi-ს საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს კრიტიკულად აფასებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ცდომილების ამგვარი ზღვარი არცერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება:

,,Gorbi არის ჩვეულებრივი მჩხიბავების დაწესებულება. 1%-იანი ცდომილება გამიგია, 3%-იანიც, 5%-ც კი გამიგია, მაგრამ 15-20%-იანი ცდომილება, რომელსაც Gorbi აჩვენებს ხოლმე, ასეთი რამ მე არსად სხვაგან, აფრიკის ქვეყნებშიც კი – არ გამიგია.

,,სტრატეგია აღამშენებელი” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ,,აირაის” კვლევებით არა თუ აკლდება, არამედ ემატება ხმები.

ჩვენთან ერთად არის ,,გირჩი – მეტი თავისუფლება” და ,,დროა”. არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალას არ ემატება რეიტინგი. ,,აირაი” არის ყველაზე მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, შემფასებელი.

ჯამურად, ჩვენ – 3 პარტიას გვაქვს, თუ პროცენტები გაინტერესებთ, ჯერ კიდევ სექტემბერში 7% – პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი – 8%”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის: Gorbi-ს კვლევის მიხედვით, კითხვაზე – ,,დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მოსცემდით ხმას?” – ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

,,ქართული ოცნება” – 52%
,,ნაციონალური მოძრაობა” – 23%
,,სტრატეგია აღმაშენებელი” – 3%
,,ლელო” – 3%
,,პატრიოტთა ალიანსი” – 3%
,,ევროპული საქართველო” – 3%
,,გირჩი – მეტი თავისუფლება” – 3%,
,,გირჩი” -2%
,,მოქალაქეები” -2%
,,ლეიბორისტული პარტია” – 1%
,,ერთად საქართველოსთვის” – 1%
სხვა დანარჩენი – 4%.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული