კვირა, აპრილი 20, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისპორტილაშა ტალახაძის 3 ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან! -...

ლაშა ტალახაძის 3 ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან! – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციიის დეტალური ინფორმაცია

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს კოლუმბიის დედაქალაქში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატიდან:

🥇🥇🥇 ლაშა ტალახაძის 3 ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან!

🇬🇪 ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ დაიცვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უძლიერესი ძალოსანია!

🏋️ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) როგორც მოსალოდნელი იყო ჩემპიონობა სამივე დისციპლინაში იზეიმა.

🇬🇪 ტალახაძემ ატაცში 208/215 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

🏋️ გარდა ჩემპიონობისა მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესმა ძალოსანმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისათვის მნიშვნელოვანი ქულებიც მოიპოვა.

🇬🇪 ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – გიორგი ასანიძე
🇬🇪 ნაკრების მწვრთნელები: ავთო გახოკიძე / გია ცირეკიძე
🇬🇪 პირადი მწვრთნელი – ავთო გახოკიძე
🇬🇪 ექიმი-რეაბილიტოლოგი – გიორგი ჭინჭარაული
🇬🇪 ფიზიო-ტერაპევტი – რუსლან ღიბრაძე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...