კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 დეკემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 დეკემბრის პერიოდისთვის

16 დეკემბრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 17-19 დეკემბრის პერიოდისთვის.

ბოლო რამდენიმე კვირა გამოირჩეოდა ლარის კურსის გამყარებით და სტაბილიზებით სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. დოლართან მიმართებაშიც ისევ სახეზე იყო გამყარების ტენდენცია. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი:

13 დეკემბერი – 2.6773;
14 დეკემბერი – 2.6766;
15 დეკემბერი – 2.6736;
16 დეკემბერი – 2.6691.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც, მცირედ, მაგრამ მაინც გამყარდა, 0.0017 ლარით და 1 აშშ დოლარი 17 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6674 ლარი.

ძალზე არასტაბილური იყო წინა კვირაში ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსის შესაბამისად 1 ევრო ღირდა:

13 დეკემბერი – 2.8283;
14 დეკემბერი – 2.8185;
15 დეკემბერი – 2.8487;
16 დეკემბერი – 2.8346.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი ევროსთან მიმართებაში უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც გამყარდა 0.0005 ლარით და შემდგომი 4 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8341 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2452 ლარი (გამყარდა 0.0471 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1430 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7222 (გამყარდა 0.0023 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5720 ლარი (გამყარდა 0.0010 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.7701 ლარი (გაუფასურდა 0.0086 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8669 ლარი (გამყარდა 0.0040 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.8243 ლარი (გამყარდა 0.0052 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.7119 ლარი (გამყარდა 0.0872 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.9450 ლარი (გამყარდა 0.0075 ლარით)

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარის კურსის გამყარების დინამიკა და სტაბლიზების ნიშნები გამოიკვეთა რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა:

13 დეკემბერი – 4.2707;
14 დეკემბერი – 4.2393;
15 დეკემბერი – 4.2163;
16 დეკემბერი – 4.1510.

16 დეკემბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა უმნიშვნელოდ, მაგრამ კიდევ გამყარდა 0.0285 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.1225 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...