spot_img
მთავარისხვადასხვა"პენიტენციურ სამსახურს არ აინტერესებს სააკაშვილი მოკვდება, გადარჩენა თუ...

“პენიტენციურ სამსახურს არ აინტერესებს სააკაშვილი მოკვდება, გადარჩენა თუ რა მოხდება!” – შალვა ხაჭაპურიძე

კლინიკა ,,ვივამედს” მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე არ აქვს. იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა გადაეგზავნა აღნიშნული დოკუმენტი, მწვავე და კრიტიკული განცხადებას აკეთებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც პასუხისმგებლობას პენიტენციურ სამსახურს აკისრებს:

,,გაირკვა, რომ სასამართლო შეცდომაში შეიყვანა ამ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა. ირკვევა, რომ სააკაშვილის დოკუმენტები ,,ვივამედმა” არც კი იცის, რაზე არის საერთოდ საუბარი?!

ხალხნო, კითხვა მაქვს – რა ადეკვატურ მკურნალობაზე მიდის ამის მერე საერთოდ საუბარი?! ანუ 16 დღეა დოკუმენტები უდევთ და ექიმებისთვის არცკი მიუწოდებიათ.

ეს დოკუმენტი (სასამართლო სამედიცინო და ფსიქიატრიული კომისიური ექსპერტიზის დასკვნა N07-11/22) და პლიუს კიდე 21 ტომი, ,,ვივამედმა” არც კი იცის რომ არსებობს.

პენიტენციურ სამსახურს არ აინტერესებს სააკაშვილი მოკვდება, გადარჩენა თუ რა მოხდება! არ აინტერესებს და უპატივცემულოდ ექცევა კლინიკა ,,ვივამედს” და მის ექიმებს. გამოხატავს სამსახურეობრივ გულგრილობას. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, მათ მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული.

გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა: ერთი არის – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის კადრების უკანონო ჩაწერა/გავრცელებაზე იმიტომ, რომ იქ არის ეჭვი, რადგან ხმა გადახაზული არის, ხმაც იწერება – რისი უფლებაც არ გააჩნიათ.

ამის გარდა მოვითხოვეთ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ დეპუტატებისა და პოლიტიკოსების მიმართ, ვინც აკეთებს განცხადებებს, რომელიც ცალსახად უნდა ჩაითვალოს, როგორც სასამართლოზე ზეწოლა.

შეუჩეროდეს უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის უფროსს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელს, ვინაიდან არ არის გამორიცხული მათ მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული სააკაშვილის მოწამლვის ფაქტში“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...