spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებააჭარაში წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

აჭარაში წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

აჭარაში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 39 წარმატებული სტუდენტი დაჯილდოვდა. სტუდენტებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. 2021-2022 წლებში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2400 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო სულ აღნიშნული პროგრამით 2012-2022 წლებში ისარგებლა 10 000- მდე სტუდენტმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლება რჩება მთავარ პრიორიტეტად და 2023 წელს განათლების და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით დაფინანსება კიდევ უფრო იზდება.

,,მინდა მოგილოცოთ დღევანდელი წარმატება, მერწმუნეთ, რომ შრომას, განსაკუთრებით როცა საქმე განათლებას ეხება, ყოველთვის მოაქვს შედეგი.

მახარებს, რომ გარდა გარდა სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამებისა, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გავზრდით განათლების ინფრასტრუქტურის, სუდენტთა ხელშეწყობის, საზღვარგარეთ სწავლების პროგრამების დაფინანსებას. ასევე, სტუდენტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიწნით დაიწყება სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა ბათუმში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის მიზნით 2012 წლიდან ახორციელებს სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამას. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

სტუდენტები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – დავით ბაციკაძემ დააჯილდოვეს.

2023 წლის აჭარის ბიუჯეტის ფარგლებში ასევე იზრდება საზღვარგარეთ სასწავლო პრაქტიკის დაფინანსება და 200-მდე სტუდენტი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით. 100 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა-სტაჟირება საზღვარგარეთ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

“სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში” ცვლილებები შედის – კახა კალაძის განმარტებები

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ცვლილებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...