spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლე-ლო-ბა, ჩვენ...

“ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლე-ლო-ბა, ჩვენ გვაინტერესებს მკაფიო პოზიცია თქვენი მხრიდან! – გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე გაერთიანებულმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – ,,დროამ”, ,,გირჩი – მეტი თავისუფლებამ” და ,,სტრატეგია აღმაშენებელმა” ერთობლივი განცხადება გააკეთეს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი მე-3 პრეზიდენტის საქმეა. ამასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე:

,,სიტუაცია არის უმძიმესი! ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ და მკაფიოდ არის ნათქვამი, სამწუხაროდ, ის, რომ საქართველო არ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ,,ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აგვარიდოს ევროპულ ინტეგრაციას.

პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციაში, პირდაპირ ნათქვამია – მკაფიოდ პერსონალური სანქციების შესახებ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვასთან მიმართებაში; პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციამ – პირდაპირ და ცალსახად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი, როგორც მიხეილ სააკაშვილთან, ასევე ნიკა გვარამიასთან მიმართებაში.

მე მინდა, მივმართო მას – პასუხი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” ევროპარლამენტის რეზოლუციას გასცა, ეს არის წამების ამსახველი ვიდეო. ეს ვიდეო არის დამონტაჟებული, ეს ვიდეო მოიცავს სხვადასხვა პერიოდს, წლის მანძილზე. პირდაპირ ასახავს რა მძიმე მდგომარეობაშია, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილი და როგორ უნდათ ერთი ლუკმის ჭამის ფაქტი, აქციონ… არ ვიცი… ტელეკომპანია ,,იმედზე” ატრიალებენ” – სამარცხვინოა უბრალოდ!

ამიტომ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს – თქვენ სრულიად ევროკავშირმა მოგმართათ, დაგაკისრათ პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯი გადადგათ. ,,ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლე-ლო-ბა! ეს არის ფაქტი. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს მკაფიო პოზიცია თქვენი მხრიდან.

სასამართლოს მოლოდინი, რომ სასამართლომ უნდა ქნას – ეს დამთავრდა. თქვენ რას აპირებთ?! – ეს გვაინტერესებს კონკრეტულად. მოგმართავთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის პირდაპირ ნახსენები.

რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, დღის მანძილზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ოპოზიციურ კოლეგებთან, სხვადასხვა აქტიურ ჯგუფებთან და პირდაპირ ვამბობთ, ყველაფრის ტელევიზიით ყურების დრო აღარ არის! ,,ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა ტყვიის გარეშე, პირდაპირ ვთქვათ, დააბრალოს ეს უამრავ საკითხს, შემდგომ ამ ფაქტის წინაშე დაგვაყენოს. მე არ მგონია, რომ ჩვენ რომელიმე საქართველოს მოქალაქეს გვაქვს უფლება ამ ფაქტს შევეგუოთ. მითუმეტეს, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები, პირდაპირ ამბობენ – დიახ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებაზე გადის ევროპული პერსპექტივაც იმიტომ, რომ ევროკავშირში ვერ მიიღებენ ვერცერთ შემთხვევაში სახელმწიფოს, რომელიც ციხეში კლავს დღისით-მზისით, ყველას თვალწინ, პირდაპირ ეთერში ქვეყნის მე-3 პრეზიდენტს. ეს არის ძალიან კონკრეტული თვალსაჩინო ფაქტი!

ბოლოს – პასუხი, რომელსაც კალაძე ამბობს, რომ მათ თურმე ევროკავშირი არ აინტერესებს, ამას ვფიქრობ, ჩვენ, ყველამ, ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა გავცეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...