spot_img
მთავარირეგიონის ამბებიმთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების მოწყობა გრძელდება

მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების მოწყობა გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების მოწყობას აგრძელებს. ამჯერად, სააგენტომ ქედაში დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი 400 მეტრ სიგრძის ბილიკი გაჭრა, გარემოსთან ადაპტირებული ხის კიბეებითა და მოაჯირებით მოაწყო. მიუხედავად, იმისა რომ დანდალოს ჩანჩქერი სილამაზითა და წყლის კარგი ვარდნით გამორჩეული ჩანჩქერია მასთან მისვლა ტურისტების საკმაოდ რთული და საფრთხის შემცველი იყო. მოწესრიგებული ბილიკი კი მოგზაურებს ჩანჩქერთან გადაადგილებას გაუმარტივებთ.

წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებთან 100-მდე ნიშნული დაამონატაჟა. მათ შორისაა ღორჯომის საფეხმავლო ბილიკი, კვარიათის ველობილიკი, ქედა-შუახევის დამაკავშირებელი ველობილიკი და 20-ზე მეტი საოჯახო-სასტუმრო სახლი აჭარის მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, სააგენტო ხიხანის ციხეზე ასასვლელ ტურისტულ ბილიკსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას აშენებს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...